კორონავირუსი საქართველოში

ჩიქოვანი: ვანის გასასვლელებში გამშვები პუნქტები მოეწყობა, თერმოსკრინინგით შევამოწმებთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის, თქმით, ახალი კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ჩიქოვანის თქმით, მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა, დადგენილია კონტაქტები და ასევე მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლაც. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს 9 დანარჩენ მუნიციპალიტეტში მოქმედებს, შესაბამისად, იქნება პროაქტიური თერმოსკრინინგი, ასევე მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა გამშვები პუნქტები, სადაც შემოწმდებიან ჩვენი თანამოქალაქეები და ასევე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზეც ანალოგიურად გავრცელდება,"- ამბობს ჩიქოვანი. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა. 

კომენტარები