P!nk

“ამისგან დაცული არავინ არის” - PINK-მა კორონავირუსის შესახებ ისაუბრა

Getty Images

Pink-მა ინსტაგრამ ლაივში ახალი კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ "ამისგან დაცული არავინ არის".

მომღერალს და მისი სამი წლის შვილს ახალი კორონავირუსი დაახლოებით სამი კვირის წინ დაუდგინდათ. რამდენიმე დღის წინ, Pink-მა დაწერა, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ.

საუბრისას მან თქვა, რომ სამი კვირის განმავლობაში პირველად ჩაიცვა.

"ეს ძალიან მჭირდებოდა, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ ძალიან, ძალიან ავად ვიყავით. ჩემი სამი წლის შვილი, ჯეიმსონი, უფრო უარესად იყო. მრავალი ღამის განმავლობაში უბრალოდ ვტიროდი და არასდროს მილოცია ცხოვრებაში უფრო მეტი", - თქვა მან.

ამის შემდეგ, Pink-მა უფრო კონკრეტულად გაიხსენა, როგორ გრძნობდა მისი შვილი თავს.

"ერთხელ გავიგე, რომ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, მეგონა შეგვპირდნენ, რომ ჩვენი შვილები კარგად იქნებოდნენ-მეთქი. ეს არ არის გარანტირებული. ამისგან არავინ არის დაცული. ჯეიმსონი ძალიან, ძალიან ცუდად იყო. მას, სამი კვირის მერე, კვლავ 37-ზე მეტი აქვს სიცხე. 

ეს მართლა ძალიან საშიშია, არ მოვიტყუები. როდედაც ფიქრობ რომ უკეთესად ხარ, სხვა მხრიდან გიტევს", - თქვა მან.

კომენტარები