ნგრევა ლერმონტოვის ქუჩაზე

კალაძე ლერმონტოვზე ნგრევაზე: რაც უნდა უსაფრთხოების წესები დაიცვა, ხდება ხოლმე, სამწუხაროდ

თბილისის მერია

"დაზღვეული არავინაა, რაც არ უნდა უსაფრთხოების წესები დაიცვა, ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ," - თბილისის მერი კახა კალაძე ლერმონტოვის ქუჩაზე მომხდარ ნგრევას ეხმაურება. 3-სართულიანი შენობის დემონტაჟის დროს 3 მუშა ნანგრევებში მოყვა. 

კალაძე ამბობს, რომ მერია დაზარალებულებს და მათ ოჯახებს დაეხმარება. 

"ეს არის ის კომპანიები, რომლებიც ძველი თბილისის  რეაბილიტაციას ახორციელებენ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი გამოცდილება გააჩნიათ ამ კომპანიებს ამ მიმართულებით მუშაობის და სამუშაოების უსაფრთხოება როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის არის უმნიშვნელოვანესი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მუშები მძიმედ არ დაშავებულან. 

 

კომენტარები