პანდები

10 წლის განმავლობაში პირველად ჰონგ კონგის ზოოპარკში პანდები დაწყვილდნენ

BBC

ჰონგ კონგის ზოოპარკში 10 წლის განმავლობაში პირველად პანდები დაწყვილდნენ. ზოოპარკი კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა და სავარაუდოდ, მარტო დარჩენილმა პანდებმა შეჯვარება გადაწყვიტეს. 

პანდები, სახელად ინგ ინგი და ლი ლი 2010 წლიდან ერთად ცხოვრობენ, თუმცა მათი დაწყვილების მცდელობა აქამდე უშედეგოდ სრულდებოდა. თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ მალე ზოოპარკს პატარა პანდები შეემატება.

"ბუნებრივი შეჯვარებისას დაორსულების შანსი ბევრად მაღალია, ვიდრე ხელოვნური ჩარევის შემთხვევაში"- თქვა ზოოპარკის დირექტორმა მაიკლ ბოოსმა. 

პანდების დაწყვილების საუკეთესო პერიოდი გაზაფხულია. ზოოპარკში ამბობენ, რომ ინგ ინგმა და ლი ლიმ დაახლოვება მარტის ბოლოდან დაიწყეს. 

კომენტარები