პაციენტების მდგომარეობა

რატიანი: ჩვენს კლინიკაში მყოფი კრიტიკული პაციენტების მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია

ფორმულა

ლევან რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისათვის არის 71 პაციენტი, 53 არის ინფიცირებული კორონავირუსით. მათ შორის არის ერთი 14 წლის ბავშვი, რომელიც სხვა კლინიკიდან გადაიყვანეს. 

რატიანის თქმითვე, კლინიკაში მყოფი კრიტიკული პაციენტების მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია. 

დღესვე კლინიკიდან გაეწერა ორი გამოჯანმრთელებული. 

"დღეისათვის გაგზავნილია რამდენიმე ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში, ველოდებით პასუხებს," - ამბობს რატიანი.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 50 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები