სერიალებში ექიმების როლის შემსრულებლები ნამდვილ ექიმებს მადლობას უხდიან - ვიდეო

ამერიკელმა მსახიობმა, ნილ პატრიკ ჰარისმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სხვადასხვა სერიალში ექიმის როლის შემსრულებლები ნამდვილ ექიმებს მადლობას უხდიან.

ვიდეოში ლაპარაკს ოლივია უაილდი იწყებს, რომელიც "Doctor House"-ში ექიმი რემი ჰადლის როლს ასრულებდა.

"ყველაზე ახლოს ექიმის პროფესიასთან მაშინ ვიდექი, როდესაც მათი სამუშაო ხალათი ჩავიცვი, თუმცა ეს მაინც არ არის იგივე. უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ნამდვილ გმირებს და აქ ასევე არის ხალხი, ვისაც სურს მადლობის თქმა", - ამბობს ოლივია უაილდი.

ვიდეოში მონაწილეობას იღებენ მსახიობები სერიალებიდან "Grey's Anatomy", "Scrubs" და "ER". ისინი მადლობას უხდიან ექიმებს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის და ამბობენ, რომ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანები გმირები არიან.

"მადლობას ვუხდი ყველა ექიმსა და ექთანს. ნამდვილებს და არა იმ ხალხს, ვინც ტელევიზორში ჩანს", - ამბობს პატრიკ დემფსი Grey's Anatomy-დან.

კომენტარები