კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ დადასტურებულია - 211

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვვა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 211 გახდა. ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე - Stopgov.ge - რამდენიმე წუთის წინ განთავსდა.

განახლებული მონაცემებით, 8 აპრილს კორონავირუსის ჯამში 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 3 - გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

კომენტარები