ამირან გამყრელიძის, განმარტებით, ადგილობრივი წარმოების პირბადეებმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება და "შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები" გაიარა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ქართული წარმოების პირბადეები "სავსებით მისაღებია" და შესაძლებელია მათი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის მრავალჯდერადად გამოყენება, მათი გარეცხვა და გაუთოება, ხოლო სამედიცინო მიზნით ერთჯერადად უნდა გამოვიყენოთ.
"ჩვენ გვაქვს დიდი დეპარტამენტი ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც სწორედ ამ ტიპის საკითხებზე მუშაობს, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი ეცვას", - ამბობს გამყრელიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
აფთიაქებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება, მათი ღირებულება კი 50 თეთრია. ასევ დაწესებულია შეზღუდვა, ერთ პირს მხოლოდ 3 პირბადის შეძენის შაშუალება აქვს.