ბოროტმოქმედები კინოში

ვინ თამაშობს ყველაზე ხშირად ბოროტმოქმედებს კინოში?

ტაბულა

საიტმა Guarantonloans.com იმ მსახიობების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ეკრანზე ყველაზე ხშირად თამაშობენ ბოროტმოქმედებს. 

პირველი ადგილი ვეტერანმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ დაიკავა, ლეგენდარულმა მსახიობმა შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში 19-ჯერ შეასრულა ნეგატიური როლი, ჩამონათვალში მოხვდა მისი პერფომანსები ფილმებიდან Casino, Godfather II, Goodfellas. მეორე ადგილზე პიტერ სტორმარეა 17 როლით, ხოლო მესამე ადგილს 16 როლით რონ პერლმანი იკავებს.

უარყოფითი როლების შემსრულებელი მსახიობების პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

რობერტ დე ნირო - 19 როლი

პიტერ სტორმარე - 17 როლი

რონ პერლმანი - 16 როლი

ტიმ კარი - 15 როლი

ჯეიმს ვუდსი - 15 როლი

ვინი ჯონსი - 14 როლი

გერი ოლდმანი - 14 როლი

კრისტოფერ უოკენი - 14 როლი

მალკოლმ მაკდაუელი - 14 როლი

სემუელ ლ. ჯექსონი - 13 როლი

კომენტარები