ეპისკოპოსი, რომელიც თვლიდა, რომ "ღმერთი უფრო დიდია, ვიდრე ვირუსი" COVID-19-ით დაიღუპა

CNN.com

აშშ-ის შტატ ვირჯინიის ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯერალდ გლენი, ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა - ამის შესახებ ეკლესიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

ვირჯინიაში სრული კარანტინისა და 10 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვამდე, 22 მარტს, ეპისკოპოსმა ეკლესიაში ღვთისმსახურება ჩაატარა და იქადაგა, რომ "ღმერთი უფრო დიდია, ვიდრე ეს საშინელი ვირუსი". მან ასევე დაამატა, რომ სიკვილის არ ეშინია.

4 აპრილს, მისმა ქალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ მამამისი და დედამისი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ინფიცირებიდან დაახლოებით 8 დღეში ეპისკოპოსი გარდაიცვალა, მისი ცოლი კი ჯერ კიდევ არ განკურნებულა.

"მიუხედავად იმისა, რომ ისინი [ოჯახი] გლოვობენ თავიანთი ოჯახის მეთაურისა და სულიერი მამის გარდაცვალებას, მათ ჰყავთ სხვა ოჯახის წევრებიც, რომლებიც ამ საშინელი პანდემიისგან გადარჩენისთვის იბრძვიან", - დაწერა ეკლესიამ, სადაც ეპისკოპოსი მსახურობდა.

კომენტარები