ცნობილი ადამიანები

რიტა უილსონმა აღწერა, როგორ გრძნობდა თავს კორონავირუსით ინფიცირების დროს

Cbs.com

რიტა უილსონმა ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი ინტერვიუ ჩაწერა და "CBS This Morning"-ში გამოჩნდა.

მსახიობმა აღწერა, როგორ გრძნობდა თავს Covid-19-ით ინფიცირების დროს.

"საშინლად სუსტად და არაკომფორტულად ვიყავი. არ მინდოდა, რომ ვინმე შემხებოდა და შემდეგ სიცხეები დამეწყო", - გაიხსენა მან.

უილსონის თქმით, მას ტემპერატურა 38-მდე გაეზარდა და ამის გამო, თავს ქრონიკულად დაღლილად გრძნობდა.

ტომ ჰენქსსა და რიტა უილსონს ახალი კორონავირუსი 12 მარტს დაუდგინდათ. ისინი უკვე გამოჯანრმთელდნენ და ლოს-ანჯელესში, თავის სახლში იმყოფებიან.

"მას [ტომ ჰენქსს] არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, არც გემოსა და სუნის შეგრძნება დაუკარგავს. თუმცა, გამოსაჯანმრთელებლად იგივე დრო დასჭირდა", - თქვა მან.

რიტა უილსონმა წამალ ქლოროქინზეც ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტებიდან წაშალა.

"არ ვიცი წამალმა [ქლოროქინმა] იმოქმედა, თუ, ისედაც დრო იყო ტემპერატურის დაწევის. ქლოროქინს ძალიან გამოკვეთილად ჰქონდა გვერდითი ეფექტები. გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნებები მქონდა, ჩემი კუნთები ძალიან სუსტად იყო. ჩემი აზრით, ხალხმა ყურადღება უნდა გამოიჩინოს ამ წამლის მიმართ, ზუსტად არ ვიცით შველის  თუ არა", - თქვა მან.

კომენტარები