Banksy

“ცოლი ვერ იტანს, როდესაც სახლიდან ვმუშაობ” - BANKSY ახალ ნამუშევარს აქვეყნებს

Banksy

სხვა ადამიანების მსგავსად, Banksy-იც კარანტინში იმყოფება და ქუჩის ნაცვლად ნამუშევრებს ამჯერად სახლში ქმნის.

რამდენიმე საათის წინ, მან ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ სააბაზანოში კედლებსა და უნიტაზზე ვირთხებია დახატული.

ინსტალაცია აჩვენებს, რომ მღრღნელი ცხოველები ყველაფერს ანადგურებენ: ჩამოვარდნილია სარკე, დახარჯულია ტუალეტის ქაღალდები, ყველაფერი ჭუჭყიანია.

"ჩემი ცოლი ვერ იტანს, როდესაც სახლიდან ვმუშაობ", - წერია სურათების აღწერაში.

კომენტარები