რუსული ოკუპაცია

პრეზიდენტი: როცა მსოფლიო საერთო მტერს ებრძვის, საოკუპაციო რეჟიმი ნამდვილ სახეს აჩვენებს

სალომე ზურაბიშვილი
UN

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევას Twitter-ზე ეხმაურება.

"მაშინ, როდესაც მსოფლიო საერთო მტერს ებრძვის და საერთაშორისო სოლიდარობა აუცილებელი გახდა, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საკუთარ ნამდვილ სახეს აჩვენებს", - წერს ზურაბიშვილი.  

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან გუშინ, 17 აპრილს გადმოწიეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელოვნური ბარიერების აღმართვით მოსახლეობას სახნავ-სათეს მიწებზე წვდომა შეეზღუდა. საოკუპაციო ხაზის გადმოწევა დაგმო აშშ-ის საელჩომ და დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა.

კომენტარები