ცნობილი ადამიანები

დემი ლოვატო: ვფიქრობ, შვილების ყოლა ქალთან ერთად ძალიან სახალისო იქნება

Billboard.com

დემი ლოვატომ ჟურნალ Harper's Bazaar-თან თავის მომავალზე და ოჯახის შექმნაზე ისაუბრა.

ამერიკელი მომღერალის თქმით, ის ღიაა იმისთვის, რომ ოჯახი კაცთან, ან ქალთან ერთად შექმნას.

"როდესაც ჩემი ცხოვრება წარმომიდგენია მომავალში, არ ვამბობ, რომ ვეძებ კაცს, რომელთანაც ორი ან სამი შვილის ყოლა მინდა. ვფიქრობ, შვილების ყოლა ქალთან ერთად ძალიან სახალისო იქნება. ამიტომ, არ ვიცი როგორი იქნება ჩემი მომავალი და მე ყველაფრისთვის ღია ვარ", - თქვა მან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დემი ლოვატო თავის მომავალზე საუბრობს. ამის შესახებ, მომღერალს ინტერვიუს E! News-ისთვისაც აქვს მიცემული.

"2017 წლამდე, ოფიციალურად არასდროს მითქვამს ჩემი მშობლებისთვის, რომ ჩემს მომავალს ქალთან ერთადაც ვხედავ. ეს ძალიან ემოციური, ამავდროულად კი ლამაზი იყო", - ამბობდა მომღერალი.

კომენტარები