კორონავირუსი საქართველოში

ათენიდან, ამსტერდამიდან და ბერლინიდან თბილისის მიმართულებით სპეცრეისები დაინიშნა

flickr.com/photos/picturejohn64

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი ავიარეისები განისაზღვრა. 

5 მაისი - ათენი-თბილისი
7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი - ბერლინი-თბილისი

რაც შეეხება უკვე დაგეგმილ ვიზიტებს, დღეს, 22 აპრილს ერბილი-ბათუმის სპეცრეისი გამოფრინდება, 24 აპრილს - ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილს - ვარშავა-თბილისი, 30 აპრილს - მადრიდი-თბილისი, ხოლო 2 მაისს - პრაღა-თბილისი. 

21 აპრილს რომი-თბილისის სპეცრეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოში 180 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, სტუდენტები, არასრულწლოვნები, მეზღვაურები და ა.შ.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში სპეცრეისებით დაბრუნება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სახელმწიფოების უდიდეს ნაწილში, მათ შორის საქართველოშიც, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრები ჩაიკეტა. 

კომენტარები