კრიმინალი

POG: მესტიაში სასაზღვრო პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულ მესაზღვრეს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ მესტიის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მესაზღვრეს ბრალი წარუდგინა. ბრალდებული სამართალდამცველებს დღეს ჩაბარდა. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

20 აპრილს მესტიის რაიონის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სროლის შედეგად ერთი მათგანი გარდაიცვალა. 

კომენტარები