კრიმინალი

ზუგდიდში, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

shutterstock

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"1990 წელს დაბადებული მ.კ. ზუგდიდში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია შსს-ს განცხადებაში.

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ, კომენდანტის საათის დროს დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შედეგადაც ერთ-ერთს გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები