კრიმინალი

შსს-მ კახეთში დააკავა კაცი, რომელმაც ერთი პირი თავის არეში დაჭრა

შსს

შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ყვარელში 1991 წელს დაბადებული გ.პ დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ბასრი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დაშავებული კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები