სირია-ისრაელი

ისრაელმა სირიაში ირანის სამხედრო ძალებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა

სირიის სახელმწიფო მედიაში გამოაცხადეს, რომ ისრაელის ვერტმფრენებმა გოლანის მაღლობიდან სირიის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლეს. სამიზნეს ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ძალების პოზიციები წარმოადგენდა.

პარალელურად, სირიის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰომსში იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა, თუმცა უარყვეს ინფორმაცია, რომ ეს თავდასხმით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ აფეთქება ისრაელის საჰაერო დარტყმებმა გამოიწვია და მათ სამიზნეს ჰომსი-პალმირას გზაზე მდებარე ბაზა წარმოადგენდა, რომელსაც ჰეზბოლა აკონტროლებს.

ისრაელის არმიას კომენტარი არ გაუკეთებია. ისრაელი სირაში ირანის სამხედრო ძალებს, რომლებიც ბაშარ ალ-ასადს უჭერენ მხარს, პირდაპირ საფრთხეს აღიქვამენ და მათზე არაერთი თავდასხმა განუხორციელებიათ.

კომენტარები