კორონავირუსი ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგში კინოთეატრები, ბარები და სპორტდარბაზები გაიხსნება

Reuters

მას შემდეგ, რაც ზედიზედ 16 დღის განმავლობაში ჰონგ-კონგში COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, გარკვეული შეზღუდვებით გაიხსნება კინოთეატრები, ბარები და სპორტდარბაზები.

ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის განცხადებით, რესტორნებში თითო მაგიდასთან უკვე რვა ადამიანის ჯდომა იქნება დაშვებული - აქამდე ოთხზე მეტი აკრძალული იყო.

ამასთან, რვა მაისიდან გაღების უფლება ექნებათ სპორტდარბაზებსა და კინოთეატრებს. გაიხსნება ბარებიც, თუმცა მათზე გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს ტევადობაზე. გარდა ამისა, ბარებში დაშვებულიარ იქნება ცოცხალი მუსიკის შესრულება და ცეკვა.

27 მაისიდან ჰონგ-კონგში ეტაპობრივად გაიხსნება სკოლებიც.

ამისდა მიუხედავად, ჰონგ-კონგის ლიდერი ამბობს, რომ ადგილობრივებმა ყურადღება არ უნდა მოადუნონ:

"ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გარკვეული დოზით ზოგიერთი შეზღუდვის შერბილების დროა, თუმცა ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეპიდემიური მდგომარეობა შესაძლოა თამაშობდეს და ჩვენ მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ", - თქვა კერი ლამმა.

კომენტარები