რუსეთი

რუს სამხედროებს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება აუკრძალეს

REUTERS

6 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რითაც რუსეთის შეიარაღებული ძალის წევრებს სამსახურში ეკრძალებათ ელექტრონული მოწყობილობების, აპარატების ტარება, რითაც შესაძლებელია ინფორმაციის ჩაწერა.

განკარგულების მიხედვით, სამხედრო პერსონალს არ შეეძლება, ატაროს აპარატი, რითაც შესაძლებელია ადგილმდებარეობის დაფიქსირება, აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალების გაგზავნა.

"რეგულაციის დარღვევა იქნება უხეში დისციპლინური დანაშაული," - ვკითხულობთ დოკუმენტში.

რუსეთში მსგავსი კანონი გასულ წელსაც მიიღეს, რითაც სამხედრო პერსონალს იმ მოწყობილობების ტარება აეკრძალა, როლებსაც კამერა აქვს და ინტერნეტს უკავშირდება.

რუსი სამხედროები სმარტფონების საშუალებით სოციალურ ქსელებში აზიარებენ სურათებსა და ვიდეობს, რითაც სამხედრო ძალების ადგლსამყოფელის, გადაადგილებისა და ზოგჯერ აღჭურვილობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება. ბოლო წლებში ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას მედია წარმატებით იყენებდა და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც არაერთი გამოძიება ჩატარებულა. ონლაინ გავრცელებული მასალები ასევე ამხელდა და ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ განცხადებებს სირიასა და უკრაინაში მათი სამხედროების ყოფნისა და ქმედებების შესახებ.

მაგალითად, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის MH17 ჩამოგდებაში რუსეთის პასუხისმგებლობის მამხილებელ მასალაში უამრავი ღია წყარო გამოიყენეს - მათ შორის სოციალური მედიაში არსებული მსგავსი პოსტები.

ამ გზით, ზოგჯერ ადამიანთა უფლებების აქტივიტებიც იღებდნენ ინფორმაციას რუსულ ჯარში ახალგაზრდების რეკრუტირებაზე.

კომენტარები