კორონავირუსი ჩინეთში

ვუჰანში ერთი თვის შემდეგ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

AFP/Getty Images

ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში, სადაც ახალი კორონავირუსის ეპიდცენტრი იყო, 3 აპრილის შემდეგ პირველად COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ CNN ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

პაციენტის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კრიტიკულია. გამოცემის ცნობით, კოვიდ ინფიცირებულის მეუღლესაც დაუდასტურდა ვირუსული ინფექცია, რომელიც უსიმპტომოდ განვითარდა. ვუჰანის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევა ვირუსით ინფიცირებულთა ძველ ჯგუფს მიეკუთვნება.

ჩინეთმა ქალაქი ვუჰანი 76 დღიანი კარანტინის შემდეგ, 8 აპრილს გახსნა. ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი, ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ უცნობია ამ დროისთვის ვუხანში ახალი კორონავირუსით მართლა მხოლოდ ერთი ადამიანია დაავადებული თუ არა. აშშ და არაერთი დასავლური ქვეყანა კომუნისტურ ჩინეთს ინფორმაციის დამალვაში, ჩახშობაში და სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს.

10 მაისის იფიცალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 82 901 შემთხვევაა აღწერილი, აქედან 4 633 პირი გარდაიცვალა, 78 120 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები