ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 349

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 32 პაციენტი განიკურნა. ვირუსული ინფექციისგან ჯამში 349 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

12 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19 კიდევ 1 პირს დაუდასტურდა. ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 639-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 11 ადამიანი.

საკარანტინო რეჟიმში 4 769 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 414 ადამიანი რჩება.

კომენტარები