ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

CNN

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, სულ ვირუსით 639 ადამიანის დაინფიცირებაა გამოვლენილი.

12 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19-ისგან კიდევ 32 პაციენტი განიკურნა, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 349-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 11 ადამიანი.

საკარანტინო რეჟიმში 4 769 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 414 ადამიანი რჩება.

კომენტარები