საარჩევნო შეთანხმება

წულუკიანი: ე.წ პოლიტპატიმრების იწილო-ბიწილოზე ბევრ დროს ვხარჯავთ, თემა დახურულია

საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნება კვლავ უგულებელყოფს დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, შეასრულოს 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან ხელმოწერილი შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის მესიჯი, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და აღნიშნა, რომ "არ ყოფილა ჩვენი მხრიდან რამე ტიპის არა თუ დაპირება, არამედ დისკუსიაც კი არ შემდგარა ამ თემაზე".

"იქ მყოფ, მეორე მხარეს მსხდომ მამაკაცებს შორის ყველაზე თავაზიანობით გამოირჩეოდა ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს თავისი ქაღალდებიდან რაღაც სია ამოაძვრინა და პატიმრებზე საუბარი დაიწყო. მე, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა, მას ეს სია ჩემივე ინიციატივით გამოვართვი, წამოვიღე და სია დამუშავდა. მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე ეს სია მივიტანე და უცხოელების გასაგონად ვუპასუხე, რომ მის სიაში ჩამოთვლილი გვარ-სახელები საერთოდ არ იმყოფებოდნენ საპატიმროში. მას სახე ჰქონდა შეფაკლული, ასე ვიტყოდი და ამით ამოიწურა ეს თემა", - ამბობს წულუკიანი. 

მისივე თქმით, მოლაპარაკების მონაწილეები მმართველი პოლიტიკური პარტიის ინსტრუქციებით მოქმედებდნენ. 

"ოპოზიციის ე.წ პოლიტპატიმრების იწილო-ბიწილოზე ჩვენ ბევრ დროს ვხარჯავთ, თემა არის დახურული. მომლაპარაკებლები, ვინც იქ იყვენენ, ამბობენ რომ ამაზე არავითარი დაპირება არ ყოფილა... პარტიის წარმომადგენლები ვინც ვიყავით უმრავლესობის ინსტრუქციების ფარგლებში ვმოქმედებდით და 8 მარტსაც ჩვენს მომლაპარაკებლებს სხვა ინსტრუქცია არ ჰქონიათ", - თქვა წულუკიანმა. 

მისივე აზრით, უცხო ქვეყნების ის პოლიტიკოსები, რომლებიც კრიტიკულ განცხადებებს ავრცელებენ, მმართველ გუნდთან "დაპირისპირებული პოლიტიკოსების გულშემატკივრები არიან".

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელოვან ერთ ნაწილს და პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს. 

ხელისუფლება კი საერთოდ არ აღიარებს, რომ 8 მარტს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. საუბარია - ირაკლი ოქრუაშვილზე, გიგი უგულავაზე და გიორგი რურუაზე. 

იმას, რომ ხელისუფლება ცრუობს, ამტკიცებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, პარლამენტის დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის და საპარლამენტო პარტიის, პატრიოტთა ალიანსის განცხადებები. 

8 მარტის შეთანხმების კონტექსტში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიში

"8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო. 

ევროპარლამენტარისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

კომენტარები