კორონავირუსი

ახალ ზელანდიაში, შეზღუდვების შემსუბუქების აღსანიშნავად, მერი თოკით გადახტა [VIDEO]

ახალ ზელანდიაში, შეზღუდვების შემსუბუქების აღსანიშნავად, 14 მაისს ქუინსთაუნის მერი, ჯიმ ბულტი, თოკით (Bungee Jumping) გადახტა.

[video:https://www.youtube.com/watch?v=iyuSfhU0jfc&feature=youtu.be&fbclid=IwAR0Pubn_KK-oeu_H-LrUiJIZUwaRvzS5S-wD-sqTf9vj3Zsz5b-TM1afJ2k]

"დღის დაწყების ბრწყინვალე საშუალებაა, ქუინსთაუნში ტურიზმის ხელახლა დასაბრუნებლად შესანიშნავი გზაა," - განაცხადა მერმა გადახტომის შემდეგ. მისივე თქმით, ის ბოლოს თოკით 10 წლის წინ გადმოხტა.

ახალ ზელანდიაში ახალი კორონავირუსის გამო 7 კვირის განმავლობაში მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული. ამჟამად ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მსუბუქდება. 

მაღაზიების უმეტესობა და საჯარო დაწესებულებები იხსნება. მომავალი კვირიდან ახალ ზელანდიაში სკოლები და ბარები გაიხსნება. 

სოციალური დისტანციის მითითებები კვლავ ძალაშია. უმეტეს ადგილას 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა კვლავ დაუშვებელია. 

26 აპრილს ახალ ზელანდიაში განაცხადეს, რომ საზოგადოებაში კორონავირუსის გავრცელება შეჩერდა. როგორც პრემიერმინისტრი ჯასინდა არდერნი ამბობს, ქვეყანაში ამ დროისთვის "ვირუსი აღმოფხვრილია".

14 მაისის მონაცემებით, ახალ ზელანდიაში ახალი ვირუსით ინფიცირების 1 497 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 21 პაციენტი, 1 411 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები