რუსული ოკუპაცია

სუს: ფახულანსა და საბერიოსთან საოკუპაციო ძალები დამატებით უკანონო ინსტალაციებს აღმართავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსი ოკუპანტები უკანონოდ გავლებულ მავთულხლართებს ცვლიან და დამატებით უკანონო ინსტალაციებს აღმართავენ. 

უწყებით ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

"უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას", - აღნიშნავენ სუს-ში.

კომენტარები