სოტბის აუქციონი

მაიკლ ჯორდანის ფეხსაცმელები სოტბის აუქციონზე $560 ათასად გაიყიდა

სოტბის აუქციონზე მაიკლ ჯორდანის ნაცვამი Nike-ის ფეხსაცმელები რეკორდულ 560 ათას დოლარად, სავარაუდოზე ოთხჯერ მაღალ ფასად გაიყიდა.

აუქციონზე ფეხსაცმელები ერთ კვირაზე მეტ ხანს იყო და სოტბიში ვარაუდობდნენ, რომ 150 ათას დოლარად გაყიდნენ.

როგორც სოტბიში ამბობენ, ფეხსაცმლის მფლობელი კოლექციონერი ჯორდან გელერი იყო, ახალი პატრონის ვინაობა კი უცნობია.

ყველაზე ძვირად გაყიდულ ფეხსაცმელში აქამდე 437 500 ათასი დოლარი იყო გადახდილი, როცა სოტბიმ ასევე Nike-ის ფეხსაცმელები გაყიდა.

 

კომენტარები