კორონავირუსი აშშ-ში

CNN: აშშ კორონავირუსის გამო შემოღებულ სასაზღვრო შეზღუდვებს გაახანგრძლივებს

AFP

CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ კორონავირუსის გამო შემოღებულ სასაზღვრო შეზღუდვებს გაახანგრძლივებს.

"აშშ აფასებს კანადისა და მექსიკის თანამშრომლობას ჩრდილოეთ ამერიკაში პანდემიასთან ბრძოლაში. ფორმალური გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა აშშ მოგზაურობაზე არსებულ შეზღუდვებს გაახანგრძლივებს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ამავდროულად ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას და საქონლის მიწოდებას", - თქვა უშიშროების დეპარტამენტის სპიკერმა CNN-თან საუბარში.

უშიშროების მოქმედმა მდივანმა ჩედ ვულფმა გასულ კვირას თქვა, რომ არსებულ შეზღუდვებს ვადა 21 მაისს გასდის, თუმცა ისინი გახანგრძლივდება, პარალელურად კი შტატების გუბერნატორები შიდა გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნას ეტაპობრივად დაიწყებენ.

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ აშშ-კანადის საზღვარი ივნისშიც დაკეტილი იქნება.

აშშ-მა სასაზღვრო შეზღუდვები კორონავირუსის გამო მარტში დააწესა. შეზღუდვები შეეხო იმიგრაციასაც.

კომენტარები