კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ - 713

Tom Wolf

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია 713 შემთხვევა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ქვეყანაში COVID-19-ისგან კიდევ 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში, გამოჯანმრთელებულია 475 პაციენტი. კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 351 ადამიანია, კარანტინის რეჟიმში - 3 519.

კომენტარები