რუსული ოკუპაცია

სუს: ხურჩსა და განმუხურთან საოკუპაციო ძალებმა დამატებით უკანონო ინსტალაციები აღმართეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ხურჩსა და განმუხურთან რუსმა ოკუპანტებმა დამატებითი უკანონო ინსტალაციები აღმართეს და მავთულხლართები შეცვალეს.

"აღნიშნულის შესახებ გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას", - ამბობენ სუს-ში. 

16 მაისს რუსმა ოკუპანტებმა დამატებითი უკანონო ინსტალაციები ფახულანსა და საბერიოსთანაც აღმართეს.

კომენტარები