ცნობილი ადამიანები

ბრედ პიტმა მისურის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს კარანტინიდან მიმართა

ბრედ პიტი კურსდამთავრებულებს მიმართავს.

ბრედ პიტმა მისურის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს კარანტინიდან მიმართა და ვიდეო ჩაუწერა.

ვიდეო უნივერსიტეტის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა, სადაც სასწავლებლის პრეზიდენტი, კლიფ სმარტი, სტუდენტებს მიმართავს, რომ სპეციალურად მოწვეულ სტუმარს მათთვის მესიჯი აქვს.

"მოგესალმებით ყველას. მე ბრედი ვარ კარანტინიდან და მოგმართავთ თქვენ, მისურის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს. დიახ, ძალიან უცნაური იქნება ამ დროში ყველაფრის ასე გაკეთება, თუმცა იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენს ფულს თქვენზე ვდებთ, რათა სამყარო უკეთესი გახადოთ. და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ თქვენი მომავალი მიზნების განხორცილებისას. თქვენ ეს შეძელით. გაერთეთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ და იფიქრეთ ბევრი", - მიმართა მსახიობმა სტუნდენტებს

ბრედ პიტმა კურსდამთავრებულებს მას შემდეგ მიმართა, რაც 12 მაისს, უნივერსიტეტის პროფესორმა ვიდეო ჩაწერა და მსახიობს სთხოვა, რომ ეს გაეკეთებინა.

"სტუდენტები აუცილებლად გაგიჟდებიან, თუ ეს მოხდება და მე ყველაზე მაგარი პროფესორი ვიქნები კამპუსში. იმედი მაქვს ამაზე იფიქრებ და რამენაირად 30-წამიან მესიჯს გამომიგზავნი, მე მას მოვუვლი", - მიმართა პროფესორმა მსახიობს.

კომენტარები