უკრაინა-საქართველო

უკრაინის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე იქნება

რუსთავი 2

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სექტემბრიდან უკარაინაში ინვესტიციების გაერთიანებული ოფისი იქმნება. მისივე ინფორმაციით ეროვნული საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე იქნება. 

"შემიძლია, ვათქვა, რომ საინვესტიციო ოფისს სექტემბრის ბოლოს გავხსნით. იქ ხელმძღვანელად ავირჩიეთ ბატონი ვარშალომიძე, რომელიც ბათუმს აშენებდა", - თქვა ზელენსკიმ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2004-დან 2012 წლამდე იკავებდა. 

ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად მაისის დასაწყისში დანიშნეს. 

2015 წელს, როდესაც სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს იკავებდა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ლევან ვარშალომიძე თავის მრჩევლად დანიშნა.

კომენტარები