კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე რეკომენდაციებს ჯერ ვერ გავცემთ

საქართველოს მთავრობა

უცნობია, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო წესების დადგენაზე მუშაობს, ამასთან, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს აკვირდება.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებაზე ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მნიშვნელოვანია ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში.

რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1,36, რაც ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მთავრობას შეზღუდვების მოხსნაზე რეკომენდაციები მივცეთ.

ვმუშაობთ კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ გარკვეული წესების დადგენაზე და ასევე ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს, რის შედეგადაც მივიღებთ უკვე დამატებით გადაწყვეტილებებს",- თქვა ტიკარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ვინაიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში დისტანციის დაცვა რთულია, შესაძლოა, მისი გახსნის შემდეგ მგზავრთა რაოდენობის ლიმიტებზეც იყოს საუბარი.

დღეს პრემიერმინისტრმა გახარიამაც თქვა, რომ "მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ".

კომენტარები