კორონავირუსი საქართველოში

გახარია: მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ

საქართველოს მთავრობა

უცნობია, როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

როგორც პრემიერი გახარია ამბობს, გასაგებია, რომ ეს უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ ამასთან, ის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის შემცველი ადგილია.

"ძალიან კარგად გვესმის რამხელა რისკში შევდივართ, როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში არის ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელება.

ღია ბაზრობებზე, სადაც ადამიანები უკვე სოციალური პროტესტს ფიქრობენ, იქაც რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ. ალბათ, ის ნაწილი, სადაც ქუჩიდან შესასვლელები არის ამ ბაზრობის გარკვეულ ობიექტებზე, შეიძლება, ნელ-ნელა აღვადგინოთ", - თქვა მან.

დღეის, 22 მაისის, შემდეგ საგანგებო მდგომარეობა სრულდება, უქმდება კომენდანტის საათიც.

თუმცა, კომენდანტის საათი 22 მაისს, 21:00-დან 00:00-მდე, 3 საათით მაინც იმოქმედებს.

23 მაისიდან იხსნება მანქანაში 3 ადამიანზე მეტის მგზავრობის შეზღუდვა, გარდა ტაქსისა.

არ არის ცნობილი, როდის გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დახურული რჩება კაფეები, რესტორნები, სასტუმროები, სპორტული დარბაზები, ტანსაცმლის მაღაზიები.

ჩაკეტილი დარჩება ბოლნისის 2 სოფელი - მუშევანი და გეტა.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტიდან მოქმედებს.

კომენტარები