ახალი კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი აღარ იქნება

რადიო თავისუფლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ბოლო 2 კვირაა, კლინიკას არც ერთი კორონავირუსით ინფიცრებული ახალი პაციენტი არ მიუღია.

რატიანის თქმით, კლინიკის მედპერსონალი იმედოვნებს, რომ რამდენიმე დღეში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი აღარ ეყოლება.

"ბოლო ორი კვირაა არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ველოდებით ყველას გამოჯანმრთელებას. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება.

ერთი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მას კოვიდინფექცია არ აქვს, აქვს ქრონიკული პათოლოგიები და ამიტომ რეანიმაციულ განყოფილებაში ამიტომ რჩება.

დანარჩენი პაციენტები, რომლებიც წვანან, კოვიდინფიცირებული, არცერთთან არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა არ ვლინდება", - ამბობს ლევან რატიანი.

ამ დროისთვის, კოვიდ ცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს. 22 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 10 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში სულ COVID 19-ის 723 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 495, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები