ნიკოლოზ ბასილაშვილი

ჩოგბურთის ფედერაცია: ვგმობთ ძალადობას, ბასილაშვილის საქმის შეფასებისგან თავს ვიკავებთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Facebook

ჩოგბურთის ფედერაცია ყველა სახის ძალადობას გმობს, თუმცა, ბასილაშვილის საქმის შეფასებისგან გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებს.

"საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას .

რაც შეეხება ნიკოლზ ბასილაშივილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ", - წერია ჩოგბურთის ფედერაციის ფეისბუქზე.

ჩოგბურთელი, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის გამო 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს, 24 იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილშვილმა გირაო უკვე გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.

პროკურატურა აცხადებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ბასილაშვილის მამაზეც. თუმცა, პროკურორის განცხადებით, მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, ამ ეტაპზე, დაზარალებული არ მიუთითებს".

დაცვის მხარის მტკიცებით, ბასილაშვილი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები