ცნობილი ადამიანები

ელონ მასკმა და გრაიმსმა შვილს სახელი გადაარქვეს და X AE A-Xii დაარქვეს

Getty Images

ელონ მასკმა და გრაიმსმა შვილს სახელი გადაარქვეს და X AE A-Xii დაარქვეს.

კვირას, გრაიმსმა Instagram-ზე პოსტი დადო, სადაც მას ჰკითხეს, რა არის ბავშვის ახალი სახელი, რაზეც მომღერალმა უპასუხა, რომ სახელის ახალი ვარიანტი X AE A-Xii არის.

თავდაპირველად, წყვილმა შვილს X Æ A-12 დაარქვა, თუმცა კალიფორნიაში არსებული კანონმდებლობის გამო მათ ამის უფლება არ მიეცათ.

კალიფორნიის შტატში, კანონმდებლობის მიხედვით, ჩვილის სახელში მხოლოდ ინგლისური ანბანის 26 ასოდან უნდა იყოს გამოყენებული სიმბოლოები. 

ელონ მასკის თქმით, ბავშვის სახელის იდეა გრაიმს ეკუთვნოდა.

კომენტარები