რუსეთი

სანქტ-პეტერბურგში იოსებ ბროდსკის იუბილესადმი მიძღვნილი გრაფიტი გადაღებეს

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში პოეტ, იოსებ ბროდსკის 80 წლის იუბელასდმი მიძღვნილი გრაფიტი გადაღებეს, ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ფონტანკა ავრცელებს. 

ნობელის პრემიის ლაუარეატის, იოსებ ბროდსკის პორტრეტი მისი საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ 24 მაისს, პოეტის დაბადების დღეზე გამოჩნდა. გრაფიტი ურბანული ფრესკის სტილში იყო შესრულებული. 

როგორც ცნობილია, გრაფიტი სანქტ-პეტერბუგის №189 სკოლის მეურნეობის ზედამხედველმა გადაღება, გრაფიტი სკოლის ერთ-ერთ გარე კედელზე იყო განთავსებული. "ყველამ იცის, რომ სკოლის ტერიტორიაზე გრაფიტი დაუშვებელია, არ შეიძლება წარწერები გაკეთება და ნახატების გადმოფენა", — განაცხადა მან. 

24 მაისს იოსებ ბროდსკის 80 წელი შეუსრულდებოდა. რამდენიმე წლიანი გადასახლების და პოლიტიკური დევნის შემდეგ ბროდსკიმ საბჭოთა კავშირი 1972 წელს დატოვა. პოეტი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც 1996 წელს გარდაიცვალა. 1987 წლის ბროდსკი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

კომენტარები