იაპონია

იაპონიაში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა სრულად მოიხსნა

Reuters

იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ 25 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მოხსნა.

"საგანგებო მდგომარეობის მოსახსნელად მკაცრი კრიტერიუმები გვქონდა. განვსაჯეთ, რომ ამ კრიტერიუმებს ვასრულებთ. დღეს საგანგებო მდგომარეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვხსნით", - თქვა მან.

ვირუსით ინფიცირების შემთხვევების კლების შედეგად ქვეყნის უმეტეს ნაწილში შეზღუდვების შემსუბუქება 14 მაისიდან დაიწყო, თუმცა დედაქალაქი ტოკიო და კიდევ 4 პრეფექტურა კვლავ კარანტინში რჩებოდა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 16 550 შემთხვევა დადასტურდა, დაიღუპა 820 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 13 413.

კომენტარები