კორონავირუსი

პირველი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ცნობით, ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან გაიხსნება ღია სივრცის მქონე რესტორნები. ასევე, ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლებიც.

პირველი ივნისიდან გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობებიც.

8 ივნისიდან იხსნება სასტუმროებიც.

"8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ეს ნიშნავს, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნბათ კონკრეტული სახის ნებართვა", - თქვა პრემიერმა. 

საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა 23 მაისამდე იყო გამოცხადებული, თუმცა შეზღუდვები საგანგებოს გაუქმების შემდეგაც დარჩა.

შეზღუდვების მოხსნა დროში ემთხვევა პრემიერმინისტ გახარიას საპარლამენტო მოსმენას. გახარია პარლამენტში ქვეყანაში კორონავირუსისა მართვის შესახებ წარადგენს ანგარიშს. პრემიერის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, დეპუტატებს საშუალება ექნებათ გიორგი გახარიას კითხვები დაუსვან.

ევროპული საქართველო დაწესებული შეზღუდვების სწრაფ მოხსნასა და ეკონომიკის გახსნას ითხოვდა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას.

კომენტარები