გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე: რუსეთის ერთერთი თეთრი შური, ხომ იცით, რა არის?

"საფრთხე არ არის, საფრთხე არ არის, ბატონო" - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. რუსეთი თბილისში მდებარე ლუგარის კვლევით ცენტრში რუსი ექსპერტების დაშვებას ითხოვს და ამ საკითხზე საქართველოს პასუხს 2019 წლის შემდეგ ელოდება. 

"რუსეთის ერთერთი თეთრი შური, იცით, რა არის? ხომ იცით? გახლავთ ის, რომ სანამ ამ ცენტრში ჩვენ შესაძლებლობები გვექნებოდა ზოგიერთ ინფექციაზე კვლევის, რომელსაც ადრე ვაგზავნიდით დასადასტურებლად რუსეთში, მაგალითად, პოლიემიოლიტისთვის უნდა გაგვეგზავნა მოსკოვში, მაგალითად, წითელასთვის, გრიპისთვის უნდა გაგეგზავნათ სანკტ პეტერბურგში. დღეს ეს არ არის საჭირო, ყველაფერი აქ კეთდება და კიდევ უფრო მეტი.

ეს არის ის, რომ რატომ საქართელოს ორიენტაცია არის ევროპული, ჩრდილო ატლანტიკური ბლოკის და არ არის ჩრდილოეთის, ეს არის ყველაფერი" - ამბობს გამყრელიძე.

კომენტარები