რეკლამა

® აჭარაბეთმა შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა "ინიციატივა"

კომპანია "აჭარაბეთმა" შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა "ინიციატივა", რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებებით იმუშავებს. 

კომპანია "აჭარაბეთის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის "ინიციატივის" მხარდაჭერით, ფონდი "1ანობა" და მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ადამიანები - ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე და სხვები. ეს ადამიანები ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად ერთიანდებიან. საქველმოქმედო კონცერტი 6 ივნისს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გაიმართება და ნებისმიერ მსურველს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს) ექნება შესაძლებლობა, თანხა გადარიცხოს ფონდის "1იანობა" ანგარიშზე ან სატელეფონო ზარით განახორციელოს დონაცია. 

"ეს ჩენი პირველი პროექტია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა 'ინიციატივის' ფარგლებში, კომპანია 'აჭარაბეთი' დგამს პირველ ნაბიჯს ამ ადამიანებისთვის და ასევე, ყველას აძლევს შესაძლებლობას სურვილისამებრ შეიტანონ საკუთარი წვლილი," - აცხადებენ აჭარაბეთში.  

"1იანობა" ონლაინპლატფორმაა, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა, რათა დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ", - აცხადებს ფონდ "1ანობის" დამფუძნებელი ვალერი ჩეხერია. 

კომპანია "აჭარაბეთის" შესახებ: 

20 წელია adjarabet.com საქართველოში ონლაინ გართობის ადგილია, რომლის მიზანია დანერგოს ინოვაციური პროდუქტები და მუდმივად სიახლეები შესთავაზოს მომხმარებელს. კომპანიაში 800-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და სარგებლობს მნიშვნელოვანი ბენეფიტებით. აღნიშნულ სფეროში, საქართველო როგორც ქვეყანა საერთაშორისო სივრცეს სწორედ „აჭარაბეთის“ მეშვეობით შეუერთდა, შემდგომ კი კომპანიამ პროდუქტები და სერვისები საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე გაიტანა. დღეისათვის adjarabet.am – მეზობელი ქვეყნის ონლაინ გართობის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია. უკვე წელიწადზე მეტია რაც  adjarabet.com მსოფლიოს წამყვანი ონლაინ თამაშების კომპანია Paddy Power Betfair (PPB)-ის ოჯახის წევრი გახდა.  Paddy Power Betfair (PPB) ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის.

კომენტარები