კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი 8-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების - 3-ით

Tom Wolf

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა. ჯამში 746 ინფიცირებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და სულ 576-ია. 

მონაცემები სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 158 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსული ინფექციით სულ საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა. 

კომენტარები