ელიზაბეტ II

კორონავირუსის კარანტინის შემდეგ დედოფალი ელიზაბეტ II საჯაროდ პირველად გამოჩნდა

დედოფალი ელიზაბეტ მეორე

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. 94 წლის დედოფალი უინძორის სასახლეში პონიზე ამხედრებული სეირნობდა.

უინძორის სასახლეს დედოფლის საყვარელი რეზიდენციაა და იქ ცხენით ხშირად სეირნობს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ის და მისი მეუღლე პრინცი ფილიპი იზოლაციაში იყვნენ, ახლა კი უინძორის სასახლეში ჩვეულებრივზე ადრე გადაინაცვლეს, რათა სოციალური დისტანცია უკეთ დაიცვან.

კარანტინის პერიოდში დედოფალმა ორი საჯარო მიმართვა გაავრცელა და ბრიტანელებს მოუწოდა დაეცვათ მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები.

დიდი ბრიტანეთში კი ვირუსის შემთხვევების კლებასთან ერთად შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყეს. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსი სულ 274 762 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 38 489.

კომენტარები