კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ე.წ საბურთალოს კლასტერში 23 ადამიანია ინფიცირებული, გამოვიკვლიეთ 103 კონტაქტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ საბურთალოს კლასტერში, 1 ივნისის მონაცემებით, 23 ადამიანია ინფიცირებული. სპეციალისტებმა გამოიკვლიეს 103 კონტაქტი. მათგან 42 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ე.წ საბურთალოს კლასტერში ინფიცირების პირველწყარო ექიმია. დაავადებულები ერთი ოჯახის წევრები ან მათი კონტაქტები არიან.

საქართველოში კორონავირუსის სულ 794 ფაქტია დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 624 და გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კომენტარები