ტაბულა

ტაბულა აცხადებს ვაკანსიას ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე

0 კომენტარი
ტაბულა

ტაბულა აცხადებს ვაკანსიას ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ქართულად წერის გამოცდილების მქონე აქტიურ მოქალაქეებს, როგორც მედიიდან, ისე მომიჯნავე სფეროებიდან, რომლებიც მზად არიან დასაქმების დღიდან გაართვან თავი ახალი ამბების გაშუქებასა და მასალის მომზადებას.

დასაქმების მსურველი უნდა იზიარებდეს ტაბულას მიზნებს, პრინციპებსა და ღირებულებებს.

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომელთაც აქვთ:

  • გამართული წერისა და თხრობის უნარები;
  • იციან უცხო ენა (სავალდებულოა: ინგლისური ენა);
  • იცნობენ პროფესიულ სტანდარტებსა და მედიაეთიკას;

 

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 200 სიტყვისა)
  • Curriculum Vitae (CV)
  • მის მიერ დაწერილი/გამოქვეყნებული მასალები (სასურველია)

 

ახალი ამბების რეპორტიორის ანაზღაურება განისაზღვრება შეთანხმებით, გასაუბრების შემდეგ.

დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გამოგზავნოს, ელ-ფოსტაზე, [email protected] 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 ივნისი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები