ტაბულა

ტაბულას მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გახდა

თამარ ჩერგოლეიშვილი
ტაბულა

1 ივნისს ტაბულას მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გახდა. ჩერგოლეიშვილმა სალომე უგულავა ჩაანაცვლა, რომელიც მთავარი რედაქტორის პოსტს 4 წლის განმავლობაში იკავებდა, იქამდე კი, მაუწყებლობის დროს, უგულავა საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. 

როგორც ჩერგოლეიშვილი განმარტავს, ცვლილებები ტაბულას სამომავლო გეგმებს დასჭირდა. 

"სალომე უგულავას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და ტაბულას განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მას მე წარმატებებს ვუსურვებ", - ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

სალომე უგულავა 1 ივნისს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მადლობას უხდის თამარ ჩერგოლეიშვილს და ლევან რამიშვილს, ასევე ყველა ადამიანს, ვისაც ტაბულაში უმუშავია. 

"ამ ადამიანებს ნამდვილად ეკუთვნით მადლობა ქართულ მედიაში ისეთი სივრცის შექმნისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ათობით კარგი ჟურნალისტისა თუ აქტივისტისთვის გახდა საწყისი წერტილი", - წერს უგულავა. 

 

კომენტარები