ქართული მარში

ბრეგაძე: 15 წელია, რუს ქალბატონებთანაც კი არ მქონია ურთიერთობა

ქართული მარში

პრორუსული, ნეოფაშისტური დაჯგუფება ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესტონეთის დაზვერვის ანგარშიზე ამბობს, რომ "არ აინტერესებს, თუ რას დაწერს "ბუტკაში" გახსნილი სპეცსამსახური, საერთაშორისო გამჭვირვალობის დავალებით".

ესტონეთის საგარეო დაზვერვის 2019 წლის ანგარიშში ნახსენებია ევგენი პრიმაკოვის ქართულ-რუსული ცენტრი და აღნიშნულია, რომ ის რუსული გავლენების გასაძლიერებლად გამოიყენება. ესტონეთის საგარეო დაზვერვა მიუთითებს ქართულ მარშზეც, რომელიც "ქართული ღირებულებების დაცვის მოტივით, დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და წერს, რომ მის მრავალ წევს რუსეთთან კავშირები აქვს". 

ბრეგაძის თქმით, ესტონეთის დაზვერვაზე ეღიმება. მისივე თქმით, ესტონეთის ელჩმა მას თავად უთხრა, რომ დაზვერვას ქართულ მარშზე ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა აწვდის. 

ქართული მარში პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. კითხვაზე, შეუერთდება თუ არა მათ პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე ან ევგენი პრიმაკოვის ქართულ-რუსული ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ბრეგაძე პასუხობს, რომ ვასაძეს თავისი გზა აქვს, ხოლო ლორთიფანიძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. 

"ქართულ მარშს რუსეთთან კავშირი არ აქვს. ჩვენ არანაირი საერთო არ გვაქვს პრიმაკოვის ფონდთან, არც გვქონია და არც გვექნება... რუსეთში ნამყოფი არ ვარ, რუსებთან კავშირი არ მქონია. უფრო მეტსაც გეტყვით, 15 წელია, რუს ქალბატონებთანაც არ მქონია ურთიერთობა",- ამბობს სანდრო ბრეგაძე.  

კომენტარები