ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის მთავრობამ ჩინეთის ეროვნული ჰიმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

4 ივნისს ჰონგ-კონგში დემოკრატი კანონმდებლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქის მთვარობამ ჩინეთის ეროვნული ჰიმნის კანონპროექტს, რითაც ჩინეთის ეროვნული ჰიმნის უპატივცემულობა დასჯადი ხდება, მხარი დაუჭირა.

ამ ნაბიჯით ოფიციალური პეკინის გავლენა ჰონგ-კონგზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

ჰონგ-კონგის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. 

ეროვნული ჰიმნის კანონით ჰონგ-კონგის დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩინეთის ჰიმნის სწავლა სავალდებულო ხდება, ასევე მისი ისტორიისა და ეტიკეტის. მათ, ვინც ჰიმნს შეურაცხყოფს, $6 450 ოდენობის ჯარიმა ან 3 წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ.

გასულ თვეებში, ფეხბურთის მატჩებზე გულშემატკივრებმა არაერთხელ დაგმეს ჩინეთის ჰიმნი და მის ნაცვლად ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციების ჰიმნი "დიდება ჰონგ-კონგს" იმღერეს.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოში პოლიცია და სახანძრო სამსახური მივიდა, რადგან დემოკრატიის მომხრე კანონმდებლებმა 31 წლის წინ ჩინეთის თიენანმენის ჟლეტის გასაპროტესტებლად უსიამოვნო სუნის სითხე დაასხეს. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პეკინის მომხრე კანონმდებლებმა კანონპროექტში დემოკრატი კანონმდებლების მიერ შეთავაზებული შესწორებების უმეტესობას ვეტო დაადეს.

"მომაკვდინებელი სახელმწიფო სამუდამოდ ყარს. ჩვენი ქმედებით დღეს მსოფლიოს შევახსენეთ, რომ არასდროს უნდა დავივიწყოთ 31 წლის წინ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ საკუთარი ხალხის მოკვლა," - განაცხადა ერთერთმა კანონდებელმა, ედი ჩუმ.  

ჰონგ-კონგში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩინეთის თიენანმენის ჟლეტის გაპროტესტება აკრძალეს. მიზეზად მაღალჩინოსნებმა ახალი კორონავირუსის გამო ჯანმრთელობის რისკები დაასახელეს. მიუხედავად ამისა, არსებობს ეჭვი, რომ მიმდინარე წელს "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის", ქალაქის ავტონომიიის ფაქტობრივი დასრულებით პეკინს ამ დღის გახსენების დასრულებაც სურს.

ამინ ნაცვლად, მთელ ქალაქში ჰონგ-კონგელებმა 1989 წელს დარბევის შედეგად დაღუპულებს ანთებული სანთლებით მიაგეს პატივი.

1989 წელს პეკინში თიანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

-----------

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის განზრახვაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში.

ჩინეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" "გაუმჯობესებას" გეგმავს. კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური სახალხო მთავრობის შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები სააგენტოებს დააარსებს".

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება უკვე დააანონსა.

კომენტარები